განვიხილეთ ურთიერთობების შესაძლო გზები. გამოვხატეთ სოლიდარობა სამოქალაქო საზოგადოებისა, საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართ. სრულიად ვიზიარებთ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო და არალეგიტიმურია ამჟამინდელი პარლამენტი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ის არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს.
ბევრი საკითხი განვიხილეთ მათ შორის გარდაუვალი გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ევროკავშირის მხრიდან ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ გარდაუვალი იქნება, განსაკუთრებით შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შემდეგ