საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს – ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა.
„საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის – ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას – ისე, როგორც ბელარუსია“, – წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.

 
				 
								
 
								

