ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ის X-ზე ავრცელებს.
“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველების მიმართ, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს ის.
On my way to Tbilisi with @Europarl_EN colleagues to show solidarity with Georgians fighting for a European future!

On the agenda: meetings with President @Zourabichvili_S, opposition parties, civil society representatives, and journalists.

@RLanschot pic.twitter.com/FzAhdbvLLc— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) December 11, 2024