ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი – სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი (ნიდერლანდები) სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ განვიხილეთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“, – წერს ლანშოტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს