ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი – ნამდვილად ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ სანქციები სწრაფად ამოქმედდება, მაგრამ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ მე და საქართველოს სხვა მეგობრები შევეცდებით მისკენ სწრაფვას

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი ჯგუფიდან „მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი“ რაინიე ვან ლანშოტი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ლანშოტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საქართველოში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, თუმცა მხოლოდ თვალის დევნება საკმარისი არ არის და აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, ევროკავშირმა -ის მსგავსად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები რაც შეიძლება დროულად უნდა დაუწესონ.
ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად არ უნდა იყოს ბოლო და საჭიროა მეტი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების იზოლაციაში მოსაქცევად.
რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ პროცესებში უნგრეთისა და ს ხელისუფლებებმა, რამდენად ეფექტიანი იქნება ევროკომისიის მხრიდან დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და რას შეცვლის მსოფლიოსთვის აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ამ და სხვა საკითხებზე რაინიე ვან ლანშოტმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარება რამდენიმე თვეა აქტუალურ თემას წარმოადგენს. საქართველოს დასავლელი პარტნიორების ნაწილს „ქართული ოცნებისთვის“ და სთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავთ, ნაწილმა კი პირდაპირ უარი თქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე. მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაში იმყოფება და მოვლენების განვითარების რა სცენარს ელოდებით ევროპის ქვეყნების ლიდერებისგან? – ხომ არ მოხდება, დროის გასვლასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეტაპობრივი აღიარება ცალკეული ქვეყნების მხრიდან?
– ვფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ უნდა იყოს იზოლირებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყოველთვის არ არის გათვალისწინებული. ასევე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ხვდებოდნენ “ქართული ოცნების” ლიდერებს, ასევე ვნახეთ მცდელობები ევროპის საბჭოსა და ეუთოს მხრიდან. ჩვენ ვცდილობდით სხვადასხვა ქვეყნის უამრავ პოლიტიკოსთან ერთად ზეწოლას ამ საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მთავრობებზე, რომ ლეგიტიმაცია არ მიანიჭონ “ქართულ ოცნებას”. უმეტეს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს კარგად მუშაობს. ამიტომაც პოლიტიკოსთა ძალიან დიდი ჯგუფი მთელს ევროპაში და აშშ-ში ცდილობს დაარწმუნონ სხვები, რომ არ მიანიჭონ ლეგიტიმაცია “ქართული ოცნების” მთავრობას.
– რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ პროცესებში ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიციით გამოირჩევიან?
– უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები მართლაც ევროკავშირის ერთ-ერთ შემაფერხებელ ძალას წარმოადგენენ ამჟამად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირს სამი განსხვავებული ინსტიტუტი აქვს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია.
პირველი არის ევროპარლამენტი და ევროპარლამენტმა მიიღო ძალიან მკაფიო რეზოლუცია, რომელიც მიღებულია პარლამენტის დიდი უმრავლესობით და რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ და არა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის აღიარებისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ სანქციების დაწესებისკენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.
ევროკომისიამ რამდენიმე ქმედება განახორციელა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა შეუერთდნენ ევროკავშირს, მაშინ დავინახავთ, რომ ევროკომისია უფრო სწრაფ პოზიციას იკავებს და უფრო სწრაფ ქმედებებს იღებს, მაგალითად, უკრაინის ან მოლდოვას შემთხვევაში. მე მხარს ვუჭერ ამ ქმედებებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ქმედებები ასევე უნდა მოდიოდეს ევროკომისიიდან საქართველოსთან მიმართებით.
მესამე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ევროპის საბჭო, სადაც იკრიბებიან სახელმწიფოთა მეთაურები. მათ უნდა დაუწესონ სანქციები, მიზანმიმართული ფინანსური სანქციები ივანიშვილსა და დანარჩენ “ქართულ ოცნებას”. თუმცა ამას სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ბლოკავენ. ახლა არის ორი შესაძლებლობა იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლია ევროპულ საბჭოს. მათ შეუძლიათ ზეწოლა განახორციელონ, ისაუბრონ და სცადონ დაარწმუნონ უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები და დააწესონ სანქციები. ეს, ჯერჯერობით, წარმატებით არ მიმდინარეობს. სხვა რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, არის ქვეყნების ჯგუფთან ერთად, რომელიც არ არის ევროკავშირის მთლიანი ნაწილი, მაგრამ მაინც დიდი ჯგუფია. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, , ბალტიისპირეთი. მათ შეუძლიათ შექმნან კოალიცია და დააწესონ მიზანმიმართული სანქციები. შეერთებულმა შტატებმა ეს გააკეთა და მეც ამ მოწოდებით გამოვდივარ. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ნიდერლანდების მთავრობას, დაიკავოს ლიდერის პოზიცია, როგორც ევროპარლამენტის წევრმა. მე ვცდილობ, მეტი ქმედებები გავატარო, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში არიან საქართველოში, ვისაც დემოკრატია და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
– „ქართული ოცნების“ მთავრობიდან არავინ დასწრებია დავოსის ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 20-24 იანვარს გაიმართა. როგორც ცნობილია, ისინი 14-16 თებერვალს დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ს ინაუგურაციასაც არ ესწრებოდნენ. რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ასეთი მაღალი დონის მოვლენებისგან დისტანცირება?
– ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე ვიტყოდი, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ც ესწრებოდა. ის ესწრება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებს, “ქართული ოცნება” კი არა. ვფიქრობ, ეს არის ნათელი მანიშნებელი, თუ დგას ქუჩაში ქართველი ხალხი – მათ ჰყავთ მეგობრები მთელსმსოფლიოში.
– 14 იანვარს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს კითხვით მიმართეთ, თუ რას აპირებს ევროკავშირი ქართველი დემოკრატების დასახმარებლად. საპასუხოდ, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ იგი ისურვებდა დღის წესრიგში საქართველოს უფრო მაღლა დაყენებას. მიიჩნევთ თუ არა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები საკმარის დროს უთმობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?
– ვფიქრობ, ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ ყურადღებას მიაქცევ, ეს საკმარისი არ არის. იმიტომ, რომ თუ ყურადღებას მიაქცევ, იცი მოვლენების განვითარება და ამის შემდეგ უნდა იმოქმედო. ვფიქრობ, მარტა კოსი, რომელიც ახლახანს გახდა ევროკომისარი, ყურადღებას აქცევს, მაგრამ არ იღებს საკმარის ზომებს. სწორედ ამიტომ ვთქვი იმ შეხვედრაზე, გთხოვთ, საქართველო უფრო მაღლა დააყენოთ თქვენს პრიორიტეტულ სიაში, რათა რეალურად დაიწყოთ არა მხოლოდ ყურადღების მიქცევა, არამედ ქმედებებიც.
– ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წლის იანვრის ბოლომდე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ევროკომისიის ინიციატივას კენჭს უყრიან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივის მიღების შემთხვევაში აღნიშნული პირებს ევროპაში ჩვეულებრივი პასპორტებით მოგზაურობა მაინც შეეძლებათ. შესაბამისად, ეს უფრო სიმბოლური გადაწყვეტილება იქნება. რამდენად ეფექტიანად მიიჩნევთ ევროკომისიის მხრიდან მსგავს გადაწყვეტილებას?
– რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და მათთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვას, რა თქმა უნდა, სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სიმბოლო არ არის საკმარისად ძლიერი, რადგან, როგორც აღნიშნეთ, პირადი პასპორტებით მაინც შეეძლებათ მგზავრობა. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ევროპარლამენტში მე განვუცხადე კომისიას, რომ ეს ძალიან მცირე სიმბოლური ნაბიჯი საკმარისი არ არის. ეს სულ არაფერს სჯობს, თუმცა არ არის საკმარისი.ეს არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი და ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ მოწოდებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
– “რას იგრძნობთ, თუ ევროკავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება“, – ამის შესახებ თქვენ 21 იანვარს ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადეთ. უფრო კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას მოითხოვთ ევროპული ინსტიტუტებისგან და რა სახის რეგულაციებს გულისხმობთ “რეალური სანქციების ამოქმედებაში”?
– მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ნიშნავს ქართველი ხალხის ხელშეწყობას და მხარდაჭერას, ვისაც სურს გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მივყვეთ ამ გზას, რადგან ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ავტოკრატიას და აქცევენ მას მჩაგვრელ რეჟიმად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი.
სხვა გზებიც არსებობს, მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. მაგალითად, მისი ხელახლა დაპატიჟება ევროპარლამენტში, ან [აქაური პოლიტიკოსების] იმაში დარწმუნება, რომ არცერთი სხვა ევროპელი ელჩი ან სახელმწიფოს მეთაური არ გაემგზავრება საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ შესახვედრად. მაგრამ თუ ისინი საქართველოში გაემგზავრებიან, უნდა შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს. ეს ყველაფერი უკვე შეიძლება მოხდეს. იქნება ეს საკმარისი? არც ისე დარწმუნებული ვარ. მიმდინარე კვირას ჩვენ ასევე გავმართავთ საუბარს ევროპარლამენტში თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული საქართველოს მხარდასაჭერად, საქართველოს მეგობრებთან ერთად, რათა ვნახოთ, რა სხვა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია და სხვა სანქციების დაწესება. სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად არ უნდა იყოს ბოლო. ძირითადად, პირად ფინანსურ სანქციებს ვგულისხმობ.
მაგრამ ეს შეიძლება ასევე შეეხოს უვიზო მიმოსვლას. მე არ ვარ უვიზო მიმოსვლის სრულად აკრძალვის მომხრე, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან შექმნილი ვითარების გამომწვევი. მაგრამ უვიზო მიმოსვლის აკრძალვა უნდა ამოქმედდეს მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის, არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე, არამედ პირადზეც. უნდა შედგეს ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანის სია და დავრწმუნდეთ, რომ მათ აღარ შეუძლიათ ადვილად გამგზავრება ევროკავშირში. ეს იქნება ფინანსური და მიზანმიმართული თავისუფალი მოგზაურობის აკრძალვის კომბინაცია.
– დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მსოფლიო ლიდერებთან ერთად მას პრეზიდენტის პოსტის დაკავება საქართველოს ხელისუფლების ლიდერებმაც მიულოცეს. მისალოც ტექსტებში ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები გაუმჯობესდება და „დონალდ ტრამპი აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლას“ მოახერხებს. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მოახერხებენ და საერთო ენას გამონახავენ ტრამპის ადმინისტრაციასთან. საქართველოსა და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო ურთიერთობებს როგორ უყურებთ? თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ ურთიერთობების გაუმჯობესებას?
– როდესაც საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, არის ერთი სიტყვა, რომელიც მას კარგად აღწერს და ეს არაპროგნოზირებადია. ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ 100%-ით ასე მოხდება, ისინი უბრალოდ ხუმრობენ, რადგან არავინ იცის დარწმუნებით, რა იქნება. რასაც მე ვხედავ, ინაუგურაციაზე ჯერჯერობით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი იყო და მე ვხედავ კონგრესის „რესპუბლიკელ“ წევრებს, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიანდა მისგან ითხოვენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და არ უჭერენ მხარს “ქართულ ოცნებას”. ამ თვალსაზრისით, მე ვხედავ რაღაც პოზიტიურ სიგნალებს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები “ქართულიოცნების” წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. შესაძლოა, დონალდ ტრამპი იცავდეს ამ კურსს და მე ამის იმედი მაქვს. მე არ მინახავს ამერიკელი პოლიტიკოსის თხოვნა უფრო თბილი ურთიერთობები ჰქონდეთ “ქართულ ოცნებასთან”. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან არაპროგნოზირებადია, არსებობს გარკვეული დადებითი ნიშნები.
– დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ში ომის ერთ დღეში დასრულება იყო. ის აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ სა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის იოლი იქნებოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მან პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით დაემუქრა, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა. როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდეთ თუ არა მნიშვნელოვან ცვლილებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და თქვენი აზრით რას შეცვლის მსოფლიოსთვის აშშ-ის ახალი პრეზიდენტი? ასევე, რას გააკეთებს ევროკავშირი თუ აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს?
– დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც დონალდ ტრამპი დისტანციურად შეუერთდა, აღნიშნა, რომ ზეწოლას მოახდენს პუტინზე და მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, ასევე თქვა, რომ ზელენსკის მხრიდან სურვილი არსებობს, მაგრამ არა პუტინისგან, და ამ თვალსაზრისით, ის მხარს დაუჭერს უკრაინას და შეეცდება აიძულოთ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს. ეს დადებითი სიგნალია.
გარდა ამისა, უახლესი ამბები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და მეთოდურად გავზრდით მას. მე ყოველთვის მოწოდებით გამოვდიოდი ბოლო სამი წლის განმავლობაში, რადგან ომი უკვე თითქმის სამი წელია გრძელდება და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ამ მომენტში ევროკავშირმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინამ არ წააგოს ომი, მაგრამ არა იმდენი, რომ გაიმარჯვოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ვიწრო აზროვნება, რომელსაც საბოლოოდ ყველა ვინანებთ. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს არა მხოლოდ თავდაცვის წარმოება საკუთარი არმიისთვის, არამედ შეასრულოს დაპირებები საბრძოლო მასალის შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა უკრაინისთვის, რადგან ჩვენ არ ვიყავით საკმარისად სწრაფი მათი მიწოდებისას. შეიძლება მეტი პირდაპირი ინვესტიციები იყოს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკური მხარდაჭერაც.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. კიდევ ერთი ის არის, რომ გერმანიის მთავრობას შეუძლია მოხსნას შეზღუდვები Taurus-ის რაკეტებზე. ეს გერმანიის ახალი მთავრობის არჩევის შემდეგ უნდა მოხდეს. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რა იქნება 23 თებერვალს, როცა გერმანიაში არჩევნები ტარდება. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ უკრაინას. თუ აშშ დარჩება უკრაინის მხარდამჭერად, მაშინ ერთად ჩვენ ნამდვილად ბევრი კარგის გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ ეს ძალიან გაურკვეველია, ამიტომ ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ შეერთებულ შტატებს და ევროპამ თავად უნდა გააძლიეროს თავისი თამაში.
– მაგრამ ევროპაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში მიმდინარეობს დისკუსიები ომის შედეგად გამოწვეული დაღლილობის შესახებ. მე, როგორც ქართველი, ვაცნობიერებ ამ ომის მნიშვნელობას. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს თუნდაც პარიზში ან ამსტერდამში, ვისთვისაც რუსეთი საკმაოდ შორს არის, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ომი უბრალოდ უნდა დასრულდეს ნებისმიერი შედეგით. როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა ევროპას საერთო პოზიცია მიმდინარე ომთან დაკავშირებით?
– მე ვხედავ აქა-იქ გარკვეულ დაღლილობას ყველა საერთაშორისო არეულობის დროს, ომების მიმართ, რომლებიც გრძელდება. თუმცა, ნიდერლანდებში უკრაინის მხარდაჭერის მსურველთა რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ჩვენ გვყავს მთავრობაში ერთი დიდი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ სურს დამატებითი ფინანსური სახსრების გაცემა, მაგრამ დანარჩენი სამი პოლიტიკური პარტია, რომლებიც მათთან ერთად ქმნიან მთავრობას, დარწმუნებულები არიან, რომ ბევრი ფინანსური მხარდაჭერაც იქნება და დარჩება.
მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ეს ნიდერლანდებს ეხება, რადგან ჩვენ გვქონდა წარმოუდგენლად ტრაგიკული კატასტროფა დაახლოებით 10 წლის, როდესაც რუსებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს. [იგულისხმება 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების MH17 ავიარეისი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიახომალდი უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს. კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ნიდერლანდის მოქალაქეები]. მე ვფიქრობ, რომ ამას ჯერ კიდევ აქვს ძალიან ხანგრძლივი ეფექტი ნიდერლანდელების მეხსიერებაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვთვლით, რომ მორალურად სწორია და ჩვენს ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა, არის ის ეროვნული ტრავმაც, რომელიც უკრაინის უფრო და უფრო დიდ მხარდამჭერებად გვაქცევს. უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ნიდერლანდებში, ვფიქრობ, კვლავ მაღალი დარჩება.
– გმადლობთ. ეს იყო ჩემი ბოლო კითხვა. თუ გსურთ კიდევ ერთხელ მიმართოთ ქართულ საზოგადოებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა…
– მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. არიან საქართველოს მეგობრები, რომლებიც ცდილობენ შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. საბოლოო ჯამში, თქვენი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და ხართ ყველა, ვისაც შევხვდი, როცა თბილისში ვიყავი, ქუჩაში და ვცდილობდი მხარი დამეჭირა იმისთვის, რაზეც ვფიქრობდი, რომ სწორია. ჩვენ ვეცდებით მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას. მე ნამდვილად ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს მიზანმიმართული სანქციები სწრაფად ამოქმედდება, მაგრამ შემიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რომ მე და საქართველოს სხვა მეგობრები შევეცდებითმისკენ სწრაფვას.
ბექა ბერიაშვილი
ინტერპრესნიუსი