ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი კახა კალაძეს მიმართავს: საჭიროა იცოდე, რომ…

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­რი­ამ ლექსმა­ნი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მმარ­თველ პარ­ტი­ას ქვე­ყა­ნა­ში ამე­რი­კუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა სურს.

“შენი მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­ი­გი­ვე­ბა მათ­თან, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას ახ­დენს, ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა” და რუ­სულ კა­ნონ­ზე, რაც სა­ჭი­როა იცო­დე”, – წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­რი­ამ ლექსმა­ნი.

  • ცნო­ბის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლა უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“.

“ხომ შე­იძ­ლე­ბა ერთი ვი­ღა­ცა და­ლოც­ვი­ლი გა­მოჩ­ნდეს და თქვას ერთი არ­გუ­მენ­ტი მა­ინც, რა­ტომ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ცუდი, მაგ­რამ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ასე­თი არ­გუ­მენ­ტი. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი. ჩვენ რამე ხომ არ მოგ­ვი­გო­ნე­ბია კაცო!

პირ­და­პირ გა­მო­ვე­დით და ვთქვით: აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს ვი­ღებთ იმის­თვის, რომ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე შე­ვამ­ცი­როთ, ამა­ში შე­დის: და­სავ­ლე­თიც, ამე­რი­კაც, რუ­სე­თიც. ყვე­ლა უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ამას ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ ვამ­ბობთ, არა­ფე­რი და­სა­მა­ლი არა გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.