ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია, ის საარჩევნო პროცესს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება.
ის უკვე თბილისშია.
“ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ იყოს თავისუფალი”, – წერს ის X-ზე.
V Gruzii dnes proběhla poslední velká kampaňová akce – a demonstrace proti ní – před sobotními parlamentními volbami. Já právě dorazila do Tbilisi na oficiální pozorovatelskou misi, nebudu se tedy již do neděle k volbám vyjadřovat. Nechť jsou především svobodné. — Markétka Gregorová (@MarketkaG) October 23, 2024