ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის – როდესაც თქვენი 2024 წლის „“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა, – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის წერილს, რომელშიც ის განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
„ისინი ჩვენ „მტრულებს“ გვეძახიან იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ. სინამდვილეში, სწორედ დემოკრატიისა და ევროპის მიმართ მათივე მტრობაა ის, რაც მათ იზოლაციაში აყენებს. მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლის მიმართ რწმენაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე აქვთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო