ევროპარლამენტარი თიის როიტენი – მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ს წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, – ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, ს ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული ს გზით.
„ის ს და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალურ შედეგებამდე და ეგზიტპოლებამდეც კი, იყო მილოცვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მხრიდან. ისინი არც კი ცდილობენ, ს გაყალბება დამალონ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
„მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – აცხადებს ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი.