ევროპარლამენტარი ვლად გეორგე – დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს

დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს.
„საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, – წერს ვლად გეორგე X-ზე.