ევროპარლამენტარი: “ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია”

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით წარსდგა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მისი თქმით, საქართველოში ერთ ადამიანს “დებიძინიზაციის” ეშინია, თუმცა ეს გარდაუვალია, რადგან დღევანდელი ხელისუფლება შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან.
“ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ! გმირები ხართ!
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს.
თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი.
ასევე, საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. ბიძინას კოლაბორაციონისტებს მივმართავ, ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი ს. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან რაც მათ სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ქართველებო. თქვენ შთაგვაგონებთ”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მან პოლიტპატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა და ასევე, მადლობა გადაუხადა ს ბრძოლისთვის.
“მე დაკავებული მებრძოლების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უამრავ სხვას.
მინდა აქ, თქვენთან ერთად უკრაინის მიმართ მადლიერება გამოვხატო, რომელიც საკუთარი სისხლით მთელ ევროპას იცავს. დიდება უკრაინას! მე ერთიანი დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მამაცი ქართველი ხალხის მჯერა. ღმერთმა დალოცოს საქართველო!”, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრის მოხსენება – საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აგრძელებს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების და სხვა პრაქტიკული მექანიზმებისა თუ პროგრამების ეფექტიანად გამოყენებას