ორბანმა ოთახი დატოვა, მაგრამ იგი ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაი ვერჰოფშტადტმა განაცხადა.
„ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება“, – წერს გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ვერჰოფშტადტმა აღნიშნა, რომ ორბანმა თავისუფლების ნაცვლად რუსეთი აირჩია.
„რუსეთის არჩევა თავისუფლების ნაცვლად. 1956 წლის სულმა უნგრეთის რეჟიმი სამუდამოდ დატოვა“, – აღნიშნა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა.
დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.