ევროკავშირმა განაცხადა ის, რაც ისედაც აშკარა იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა სანქციებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, სანქციებზე ივანიშვილისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც გასული წლების განმავლობაში შეამცირეს ქვეყანაში ოპოზიციის არსებობის შესაძლებლობა, ვინც მანიპულირებას ახდენდა მედიით, ფლობდა მედიას და არ აძლევდა საშუალებას ოპოზიციას, რომ იქ საკუთარი აზრი გაეჟღერებინა – ეს ანტიდემოკრატიული განვითარების კლასიკური მაგალითია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიწყოთ სანქციებზე ფიქრი საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ – განაცხადა თადარიგის გენერალმა და ევროპარლამენტის წევრმა, რიჰო ტერასმა ამერიკის ხმასთან საუბარში.