ევროპარლამენტარები EU-ს ელჩს მთავრობის წევრებთან ერთად ლენტის გაჭრისთვის აკრიტიკებენ

9 მაისს ევროპის დღეზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ, საქართველოს პრემიერმინისტრმა მ და თბილისის მერმა მ ლენტი გაჭრეს, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ელჩის აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა X-ზე გააკრიტიკა:
“გაოცებული ვარ – ევროკავშირის ელჩი ლენტს მათთან ერთად ჭრის, ვინც რუსულ კანონს იღებს, გამპროტესტებლებს ესხმის თავს, ოპოზიციის ლიდერებს სცემს და აქტივისტებს ემუქრება? რა სახის გზავნილს უგზავნის ეს, ამ მომენტში, ქართველ ხალხს, @JosepBorrellF (რედ. მიმართვა ჯოზეფ ბორელს)?” – წერს იგი.
ლექსმანის კრიტიკას ასევე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც დაეთანხმა.
“რატომ აძლევთ საქართველოს მთავრობას განცდას, თითქოს ურთიერთობა ისეა, როგორც ყოველთვის, რატომ უშვებს ევროკავშირი განმეორებით შეცდომებს და აძლიერებს ავტოკრატებს? რას ემსახურება ეს სურათები?” – წერს კრამონი X-ზე გავრცელებულ პოსტში.
10 მაისს პაველ ჰერჩინსკიმ, მთავარი არხის თარგმანის მიხედვით, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი რუსული კანონი ამჟამინდელი ფორმით არ უნდა მიიღონ.
“ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ უნდა იქნას მიღებული, არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით. და თუ მაინც ასე იქნება, ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლება გახდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”. – თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
ხოლო 9 მაისს თბილისში გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რუსული კანონის “მიღების შემთხვევაში ბრიუსელში ჩემს ლიდერებს 27 წევრ ქვეყანასთან ერთად რეაგირება მოუწევთ”.

ასევე დაგაინტერესებთ