ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას

ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, თავიანთი ვიზიტებით გაამაგრონ ოპოზიცია, თუმცა მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას
ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთ მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით, ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთ ჩარევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე, თუმცა ასეთი ჩარევები მათთვის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს.
„მადლობა მათ, ისინი ჩამოდიოდნენ არჩევნებამდეც და ჩვენი ექსპერტები, რომლებიც კვლევების ანალიზში გვეხმარებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ასეთმა უხეშმა ჩარევამ ჩვენს საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მათთვის კონტრპრდუქტიულად იმოქმედა. ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ასეთი მობილიზებულები არჩევნების დღეს, დიდწილად იყო განპირობებული სწორედ უცხოური ჩარევით. ჩვენი საზოგადოების ღირსებას შეეხნენ ასეთი ჩარევებით. რაც შეეხება პოსტსაარჩევნო პერიოდს, ასეთი ვიზიტებით, ასეთი ჩარევებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამობილიზებენ ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ეხებიან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფეირ კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, მათი ვიზიტები გათვლილია ოპოზიციის გამაგრებაზე. ხედავენ, რომ ხალხი ვერ შეკრიბეს ოპოზიციის გარშემო და უნდათ, ამით გაამაგრონ ოპოზიცია, მეტი ხალხი შეკრიბონ, თუმცა ასეთი ვიზიტები და ჩარევები პირიქით, საპირისპირო ფუნქციას ასრულებს მათთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ