ევროპარლამენტარები საქართველოზე ანგარიშში „იმედის“, რ2-ს და POSTV-ს საკითხის დამატებას განიხილავენ

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში შესაძლოა პროსამთავრობო ტელეკომპანიების, „იმედის“, „რუსთავი 2-ს“ და POSTV-ს საკითხიც დაემატოს.ევროსკოპის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ანგარიშში შესაბამისი შესწორებები „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ევროპარლამენტარებმა: კშიშტოფ ბრეიზამ, მიხალ შჩერვბამ და ანდრეი ჰალიცკიმ დააინიცირეს.ერთ-ერთ შესწორებაში ნათქვამია, რომ ეს ტელევიზიებია სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტები.„[ანგარიში] მკაცრად გმობს სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც ვრცელდება იმედის“, „რუსთავი 2-ის“ და POSTV-ს მიერ, რომლებიც ფაქტობრივად მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტი და არა როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალებები; გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკავშირის ოფიციალური პირებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩ პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ განმეორებით თავდასხმებს, მათ შორის დისკრედიტაციულ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებასა და კოორდინირებულ მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისადმი და მისი წარმომადგენლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის შერყევას; დეპუტატების სხვა შესწორება BBC ის საგამომძიებლო ფილმში გამოთქმულ ვარაუდებს უკავშირდება“, – ნათქვამია ერთ-ერთ შესწორებაში.საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭი მაისის დასაწყისში უნდა უყარონ. პროცედურის თანახმად, საკომიტეტო კენჭისყრამდე უნდა მოხდეს შესწორებებზე შეჯერება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და კომიტეტზე კენჭს უყრიან შეჯერებულ შესწორებებს მთლიან დოკუმენტთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები