ევროპარლამენტარები მოითხოვენ, პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
სანქციების სპეციალური რეჟიმი – EU Global Human Rights Sanctions Regime- ამუშავდეს, რაც ხშირად მოხსენიებულია, როგორც „ევროპული მაგნიტსკის აქტი“.
ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღემდე მიღებული რეაგირება არასაკმარისი და დაგვიანებულია, საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის დაჩქარების ფონზე; უსვამს ხაზს, რომ დამატებითი შემზღუდავი ზომები გადაუდებლად საჭიროა და უნდა იქნეს მიღებული დაუყოვნებლივ, მათ შორის სანქცირებულ პირთა სიების გაფართოება, აქტივების სრულმასშტაბიანი გაყინვა და ვიზების აკრძალვა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებზე და რეჟიმის მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდაზე;
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ შემდგომი ყოყმანი შეარყევს ევროკავშირი-ის სანდოობას, როგორც ინსტიტუტისას, რომელიც აცხადებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვას კანდიდატ ქვეყნებში.