ევროპამ უნდა გააერთიანოს თავისი თავდაცვის ინდუსტრია და ევროპული არმიის შექმნისკენ იმოძრაოს – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპას საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს.
ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, ევროპამ უნდა გააერთიანოს თავისი თავდაცვის ინდუსტრია, რათა ჰქონდეს საკუთარი შეკავების საშუალებები „მესამე მხარეებზე დამოკიდებულების გარეშე“ და „ევროპული არმიისკენ უნდა იმოძრაოს“.
ალბარესმა ისაუბრა მიმდინარე გლობალურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ -ის ვენესუელაში ჩარევით და გრენლანდიის წინააღმდეგ მუქარით, „საერთაშორისო წესრიგის შეცვლის მცდელობას ვხედავთ“.
მისივე თქმით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს „საკუთარი ძალა“ და განამტკიცოს პრინციპები, რომლებიც მოიცავს კონტინენტზე ომის დაუშვებლობას.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ათწლეულების განმავლობაში ძლიერი ალიანსის შემდეგ, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული, გამოჩნდა ს ადმინისტრაცია, რომელსაც „განსხვავებული შეხედულებები“ აქვს.
მისივე თქმით, ევროპელები „არ უნდა დანებდნენ“.
ამასთან, ალბარესი არ თვლის, რომ ს მუქარა ნატო-ს დაშლას გამოიწვევს.
„მე ამას შესაძლებლობადაც კი არ მივიჩნევ“, – განაცხადა ალბარესმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გრენლანდიელებსა და დანიელებს შეუძლიათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
1tv.ge