ევროპამ რუსული ნავთობის იმპორტი 10-ჯერ შეამცირა – Reuters

2023 წელს ს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ნახევარი ჩინეთში გავიდა, ინდოეთის წილი 2 წელიწადში 40%-მდე გაიზარდა, ევროპის კი 10-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნოვაკის თმით, ამ ვითარებაში რუსეთის მთავარი პარტნიორები არიან ჩინეთი, რომლის წილი დაახლოებით 45-50%-მდე გაიზარდა და ინდოეთი. მისი თქმით, ადრე ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდება პრაქტიკულად არ ხდებოდა, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში მიწოდების მთლიანი წილი 40%-მდე გაიზარდა. ნოვაკმა დასძინა, რომ ევროპის წილი რუსეთიდან ნავთობის ექსპორტში 40-45%-დან დაახლოებით 4-5%-მდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ომამდე რუსეთის მთლიანი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი ევროკავშირში გადიოდა.
გასული წლის დეკემბერში დაწესებული რუსული ნავთობის ფასის ზღვარმა ბარელზე 60 დოლარი შეადგინა, რამაც კრემლის შემოსავალი 14%-ით შეამცირა. ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიზი აჩვენებს, რომ ფასების ზღვრის დაწესება კრემლს 34 მილიარდი ევრო დაუჯდა, რაც დაახლოებით ორი თვის შემოსავლის ეკვივალენტია.