“ევროპამ გაიღვიძა” – ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ლონდონში გამართულ სამიტს უკრაინის შესახებ. მან 2-საათიან შეხვედრას, სადაც კანადის, თურქეთის და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს, ისტორიული უწოდა.
“ევროპამ გაიღვიძა. ევროკავშირი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი – ყველა ერთ ხმაში საუბრობს უკრაინის დახმარებაზე, მჭიდრო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საჭიროებაზე და აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერებაზე”, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
Europa się obudziła. Unia, Ukraina, Wielka Brytania, Norwegia, Turcja – wszyscy mówią jednym głosem o pomocy Ukrainie, potrzebie ścisłej współpracy transatlantyckiej i wzmocnieniu wschodniej granicy. pic.twitter.com/Y07pM5ztBR — Donald Tusk (@donaldtusk) March 2, 2025
2 თებერვალს, ლონდონში, უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ სამიტი გაიმართა. ღონისძიებაში კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს. სწორედ სტარმერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მისი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
