“ევროპალიგაზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე” – რუბენ ამორიმი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა Goal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპალიგაზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე.
“უდიდესი პრობლემაა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, ამის გამო, როტაცია ხშირად გვიწევს და სხვადასხვა შემადგენლობით ვთამაშობთ.
ევროპალიგაზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. თამაშების სირთულეს არ ვგულისხმობ, მხედველობაში მოთამაშეების ფიზიკური კონდიციების აღდგენა მაქვს, კვირას არსენალთან თამაში გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, – განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” ევროპალიგის მერვედფინალში “სოსიედადს” დაუპირისპირდა, გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, განმეორებითი მატჩი 14 მარტს, “ოლდ ტრაფორდზე”
გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში