„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ანტვერპენში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა

2 დეკემბერს ანტვერპენში, ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“, ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა. ვერიკო ჭუმბურიძემ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი შეასრულა.
როგორც ცნობილია, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „არდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
აღსანიშნავია, რომ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ასევე დაგაინტერესებთ