„ევროოპტიმისტები“ პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალება

„ევროოპტიმისტები” პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალება. ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
მისივე თქმით, ტენდერებში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ და ბიუჯეტიდან ფულს იპარავენ.
“სულ მალე ჩვენ ახალ კანონპროექტს წარვადგენთ, რომ იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მიიღებს შეკვეთას, აეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ყველა ტენდერი, სადაც კი ვინმე იმარჯვებს, დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან”. იპარავენ ფულს. აგერ ვნახეთ, რა მოხდა, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე. გამოაცხადებენ 31 მილიონს და შემდეგ 50 მილიონამდე ადის ხარჯები და ბუნებრივია, აქედან ფულის საკმაო ნაწილი მიდის “ქართული ოცნების” ლეგალურ ყულაბაში, ასევე, შავ ყულაბაში. ამიტომ რამდენიმე წლით სახელმწიფო ტენდერის მომგებ კომპანიას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება,” – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)