ევრონესტის სესიაზე მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისაუბრეს პარტიების აკრძალვაზეც

ევრონესტის სესიაზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იუნუს ომარჟიმ საქართველოში ავტოკრატიულ პროცესზე ისაუბრა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
“ვეწინააღმდეგები მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ფიგურებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ახლავე გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და პრესის თავისუფლებას”, – თქვა მან.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სპეციალური წარმომადგენელი ოდროს პერკაუსკიენეც.