ევროკომისრის თქმით, ტრამპმა პირობა დადო, რომ თავდასხმის შემთხვევაშიც კი ევროპას არასდროს დაეხმარებოდა | Politico

Politico ევროპის ერთ-ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, ს პოზიცია იყო, რომ ის არ დაეხმარებოდა ევროკავშირს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო თავდასხმა იქნებოდა.
“თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არასოდეს მოვალთ თქვენს დასახმარებლად და მხარდასაჭერად”, – უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს 2020 წელს, იტყობინება ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
ბრეტონის ცნობითვე, ტრამპმა მაშინ თქვა, რომ “ნატო მკვდარია” და დატოვებს მას.
“და სხვათა შორის, თქვენ ჩემი ვალი გაქვთ 400 მილიარდი დოლარი, რადგან არ გადაიხადეთ, გერმანელებო, რაც უნდა გადაეხადათ თავდაცვისთვის”, – დაამატა ტრამპმა ბრეტონის თქმით.
გამოცემა წერს, რომ ბრისელს აქვს შიში, რომ ტრამპი შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნდეს.
ბრეტონმა უბიძგა ევროკავშირს გაზარდოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები ში ს ომის ფონზე და სამშაბათს გამოყო 100 მილიარდი ევროს ფონდი ბლოკში იარაღის წარმოების გასაძლიერებლად.
“ეს იყო დიდი გამოღვიძება და ის შეიძლება დაბრუნდეს”, – თქვა ბრეტონმა ტრამპის შესახებ.