ევროკომისრები უნგრეთის გამართულ ევროკომისიის შეხვედრებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან

ევროკომისრები ევროკომისიის თავჯდომარე სახელმწიფოს, უნგრეთის მიერ გამართულ შეხვედრებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 ივლისს მიიღო, ხოლო ინფორმაციას მისი მთავარი სპიკერი X-ზე ავრცელებს.
უნგრეთმა ევროკავშირი როტაციული თავჯდომარის პოზიცია მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიკავა. მას შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მან პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამართა შეხვედრა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ორბანის ვიზიტები გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირის პოზიციებს არ წარმოადგენს.
პროტესტის ნიშნად, ევროკომისია უნგრეთის პრეზიდენტობის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე ევროკომისრებს არ გაგზავნის. მათ ნაცვლად, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას სახელმწიფო მოხელეები მიიღებენ მონაწილეობას.
“უნგრეთის პრეზიდენტობის შედეგად განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უფროსი სახელმწიფო მოხელეების დონეზე” – წერს ევროკომისიის სპიკერი.
ვიქტორ ორბანმა მოსკოვში ვიზიტის დროს თქვა, რომ უნგრეთი მალე ევროპაში ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარესთან საუბარი შეუძლია.
უნგრეთის პრემიერმინისტრი ჩინეთშიც რუსეთ-უკრაინის ომზე სასაუბროდ ჩავიდა.
“ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად. ამიტომაც ჩამოვედი პეკინში პრეზიდენტ სისთან შესახვედრად, ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან ორ თვეში”. – დაწერა ორბანმა X-ზე.