ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად, “ოცნება” სამუშაო ჯგუფებს არ შექმნის

“ოცნებას” თავისივე ნათქვამი უკან მიაქვს – მმართველმა პარტიამ 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაიფიქრა და ოპოზიციას ახლა საკომიტეტო მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.
მთავრობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროკომისიას გადაეგზავნა, წერია რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა ოპოზიციასაც და სამოქალაქო სექტორსაც უნდა მიეღო.
ოპოზიციაში პირობის შესრულებაზე “ოცნების” უარი არ უკვირთ და ამბობენ, რომ შეთავაზება თავიდანვე ფარსი იყო. მათივე თქმით, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა შეასრულებს თუ არა ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს.