ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან – მარკო რუბიო

ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან – მარკო რუბიო
“ევროკომისიის $140-მილიონიანი ჯარიმა თავდასხმაა არა მხოლოდ X-ზე, არამედ ყველა ამერიკულ ტექპლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე უცხოური მთავრობების მხრიდან. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულდა.”- წერს -ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო X-ზე.
ევროკომისიამ X-ის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირის შიგნით მოქმედი წესების შესაძლო დარღვევების გამოსავლენად 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. სოციალური ქსელი ეჭვმიტანილია უკანონო კონტენტისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წესების, ასევე გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევაში და მომხმარებელთა შეცდომაში შესაძლო შეყვანაში, რაც დაკავშირებულია ვერიფიკაციის ნიშნებთან. „ციფრული მომსახურების აქტი“, რომელიც ევროკავშირში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა, მსხვილი ონლაინპლატფორმების მუშაობას არეგულირებს. წესები ეხება უკანონო კონტენტს, გამჭვირვალობას, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვას. კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა კომპანიის გლობალური ბრუნვის 6%-მდე ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…