ევროკომისიის ხელმძღვანელმა ევროკომისრების პოსტებზე კანდიდატების დანიშვნა მომავალ კვირამდე გადადო

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრის 25 თანამდებობაზე კანდიდატების დანიშვნა გადადო – ამის შესახებ Politico სამშაბათს წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
თავდაპირველად ფონ დერ ლაიენი ოთხშაბათს დილით გეგმავდა შეხვედრის გამართვას ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის ლიდერებთან, შემდეგ კი ევროკომისიის შემადგენლობის გამოცხადებას.
წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა მომავალ კვირამდე გადაიდო, ამიტომ კანდიდატების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
interfax