ევროკომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზისკენ ზღვით მიემართება ხომალდი ახალი ჰუმანიტარული დერეფნის შესამოწმებლად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 8 მარტს ღაზის სექტორისკენ მიემართება საქველმოქმედო ხომალდი საცდელი ოპერაციის ჩარჩოებში. მისი თქმით, უნდა მოისინჯოს ახალი ჰუმანიტარული საზღვაო დერეფანი, რომლის საშუალებითაც პალესტინელთა ტერიტორიაზე პირდაპირ ჩავა დახმარება კვიპროსიდან.
ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი -თან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აამოქმედებს საზღვაო დერეფანს, დიდი მოცულობის დახმარების ჩასატანად ღაზაში, სადაც „ჰუმანიტარული კატასტროფაა“.
ფონ ლაიენმა პრესკონფერენციაზე, რომელიც კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდესთან ერთად გამართა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ დერეფანი გაიხსნება 10 მარტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს უბრძანა უხელმძღვანელონ ხმელთაშუა ზღვაში, ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნის საგანგებო მისიას.
ისრაელმა ღაზის სექტორში პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია) წინააღმდეგ საომარი მოქმედებები და რეგიონის დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ს ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა, რასაც ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს.
მთლიანად ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 30 700-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების ნაწილი ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ