ანდრეი ერმაკის გადადგომის შესახებ ამბავი შევიტყვეთ, გავაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერციესმა უკრაინულ გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ვნახეთ ამბები დღევანდელი ჩხრეკების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ჩაატარეს, ასევე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ. გვესმის, რომ გამოძიებები გრძელდება. ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი: ნებისმიერი გამოძიებები აჩვენებს, რომ ანტიკორუფციული ორგანოები მოქმედებენ და უკრაინაში საქმიანობის უფლება აქვთ”, – განაცხადა მერსიემ.
მან აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა “ჩვენი გაფართოების პაკეტის ცენტრალური ელემენტი იყო, რომელიც ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას განსაზღვრავს”.
“კორუფციასთან ბრძოლა საკვანძოა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ის მუდმივ ძალისხმევებს საჭიროებს კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დაცვის ძლიერი შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას”, – განაცხადა მერსიემ.




