ევროკომისიის საგარეო საქმეთა პოლიტიკის სპიკერი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის დაშინება – ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!

ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტზე კომენტირებისას სპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პასუხი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემცირება და მათთვის ფინანსური დახმარების გაყინვაა.
„როცა საქმე ეხება საქართველოს და მის დემოკრატიულ უკუსვლას, ჩვენ გვქონდა მკაფიო პასუხი, იქნება ეს [ხელისუფლებასთან] პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით, ფინანსური დახმარების გაყინვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!“ – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა