ევროკომისიის პრესსპიკერი – ევროკავშირი უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით ლიდერების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას იკვლევს

უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა მოუსმინა ლიდერების დონეზე გამოთქმულ შეშფოთებას და ამ კითხვებსა და შეშფოთებას იკვლევს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.
„არსებობს მთელი რიგი პრინციპები, რომლებზეც ხელახლა ისაუბრეს, მათ შორის თავად პრეზიდენტმა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის თვალსაზრისით, ეს აბსოლუტურად კრიტიკულია. ასე რომ, სწორედ ამ ფარგლებში ვაკვირდებით ამას და უზრუნველვყოფთ, რომ ვუპასუხოთ წამოჭრილ შეშფოთებას და კითხვებს, განსაკუთრებით ბელგიის პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას წამოჭრილ კითხვებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ვერ დაამტკიცეს გეგმა კიევისთვის გამოყოფილი სესხის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებას ბელგიის მხრიდან გამოთქმულმა შეშფოთებამ შეუშალა ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა