ევროკომისიის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებს „დიდი შვიდეულიდან“(G7) ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
ფინ დერ ლაიენი იმყოფება კანადაში, რომელიც 17 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს G7-ის წევრი სახელმწიფოების: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, -ის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის ლიდერთა სამიტს.
ლიდერთა შეკრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზეწოლის გაძლიერება აუცილებელია, რათა რუსეთს ში ომის დასრულება აიძულონ და ამ პროცესში გადამწყვეტი როლი სანქციებს ენიჭება. ფონ დერ ლაიენმა პარტნიორებს შესთავაზა, შეუერთდნენ ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც უპირველესად მიმართულია რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, მოქმედ სანქციებს უკვე აქვს შედეგი, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავთობიდან და გაზიდან რუსეთის შემოსავალი თითქმის 80%-ით შემცირდა, შემდგომი პროგრესისთვის კი 60-დან 45 დოლარამდე უნდა შემცირდეს ბარელი რუსული ნავთობის შესაძენი ფასის ზედა ზღვარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთია.
60-დოლარიანი ზედა ზღვარი G7-ის სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 2022 წელს დააწესეს და მათ, ვინც რუსულ ნავთობს უფრო ძვირად შეიძენს, სანქციები ემუქრებათ.
ზედა ზღვრის შემცირებას ეწინააღმდეგება აშშ, რომელიც შიშობს, რომ ეს ნაბიჯი ნავთობის მსოფლიო ფასებს გაზრდის.
ევროკომისიამ 10 ივნისს წარმოადგინა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის და საბანკო სფეროების დამატებით შეზღუდვებს და საექსპორტო აკრძალვების გამკაცრებას.
G7-ს რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და ნავთობის ფასის შეზღუდვისკენ მოუწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამაც.
G7-ის ლიდერთა სამიტს სტუმრის სტატუსით შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი . წინასწარი ინფორმაციით, ის სამიტის ფარგლებში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ფორუმი