ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას მიესალმება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში რუსეთის აგრესიის საქმეზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
„მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის დაარსებას ითვალისწინებს. მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს,“ – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე.
გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმის შექმნას იმ საერთაშორისო დანაშაულისთვის, რომელსაც რუსეთის სდებს ბრალად – კერძოდ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია