ევროკომისიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი შეთანხმებულია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა შეათანხმეს ს საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი.
დღეს, 14 მაისს ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ შეთანხმებას მიესალმება.
ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიდევ უფრო შეიზღუდება რუსეთის წვდომა სამხედრო ტექნოლოგიებზე და სანქცირებულთა სიას დაემატება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 189 გემი, რათა მეტად შეზღუდონ რუსეთიდან ენერგომატარებლების ექსპორტი.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ომი უნდა დასრულდეს, ამიტომ კრემლზე დიდ ზეწოლას გააგრძელებენ.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ს ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირმა სანქციების წინა, მე-16 პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღო.