ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დამტკიცებისთვის ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ს დამტკიცებისთვის ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება.
ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით.
თანამდებობაზე დამტკიცებისთვის, 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
პარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში, დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება გაკეთდება, რასაც მოჰყვება დებატები დილის 11:00 საათამდე.
კენჭისყრა 13:00 საათზე მოხდება, დაითვლება ხმები და შედეგი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერები საბჭოში უნდა დაბრუნდნენ და სხვა კანდიდატი წარმოადგინონ.