ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.
„ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც უკიდურესად მიუღებელია.
იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ, დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თავისთავად, ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი