ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ეს არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტას შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

“26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით… ეს არ შეესაბამება იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც EU-ს კანდიდატის სტატუსი აქვს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს.

[…]

26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით – დარღვევები დაფიქსირდა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე…

[…]

ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა შანისმა. [სინქრონული თარგმანი]

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში

ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მითოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს