ევროკომისიის გენერალური დირექტორი – ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც განსხვავებული ტიპის კანონია და კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს

ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია და საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ხერტ იან კოოპმანმა განმარტა თუ რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის.
„ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. კანონი საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს და მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად არ განსაზღვრავს, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ“, – განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ბაქრაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით

თინა ბოკუჩავა – არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩამოვწერთ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება – ამ ყველაფრისთვის გვაქვს ერთი შანსი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები