ევროკომისია: MEGOBARI Act-ის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება მოვლენებს

ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ -ის კონგრესის მიერ MEGOBARI Act-ის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით”, – აცხადებენ ევროკომისიაში.