ევროკომისია – ურსულა ფონ დერ ლაიენს კარგი საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კარგი საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა სავაჭრო საკითხებში, ოლოფ გილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი კვლავ ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების 9 ივლისისთვის მიღწევაა.
„გვსურს -სთან შეთანხმების მიღწევა. გვსურს თავიდან ავიცილოთ ტარიფები. მიგვაჩნია, რომ ისინი ტკივილს იწვევენ. ჩვენ გვსურს ორმხრივად მომგებიანი შედეგების მიღწევა და არა ორმხრივად წამგებიანი შედეგები“, – აღნიშნა ოლოფ გილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი მოითხოვს ავტომობილებზე ტარიფების დაუყოვნებლივ შემსუბუქებას, რომელიც ამჟამად 29.5%-ს შეადგენს და ასევე ტარიფების შემცირებას ფოლადზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით