ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, აქამდე, 21 თებერვალს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისამდე არ იქნება მზად, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.
