ევროკომისია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გადასცემს

უკრაინული გამოცემა Unian-ის ცნობით, ევროკომისია ს თავდასხმების შედეგად განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ჩვენ გამოვყოფთ 50 მილიონ ევროს პორტის ინფრასტრუქტურის აღსადგენად,” – თქვა ლაიენმა.
ცნობისთვის, ზაფხულში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ რეგიონზე თავდასხმები გააძლიერეს, რის შედეგადაც არაერთი საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა / განადგურდა.