ევროკომისია ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს – ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს

ევროკომისიის განცხადებით, ბლოკი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაში გაუმართლებელ ბარიერებზე.
Reuters-ის ინფორმაციით, კომისიის პრესსპიკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ძალიან მალე გამოაცხადებს 25 პროცენტიან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.
“ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დაუსაბუთებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევის შესაქმნელად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშაკებსა და მომხმარებლებს გაუმართლებელი ტარიფებისგან.
ევროკომისიის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი და ინტეგრირებული ერთიანი ბაზრის შექმნით, ევროკავშირმა ხელი შეუწყო ვაჭრობას, შეამცირა ხარჯები ამერიკელი ექსპორტიორებისთვის და მოახდინა სტანდარტებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია 27 ქვეყანაში.
„შედეგად, აშშ-ის ინვესტიციები ევროპაში უაღრესად მომგებიანია. ევროპა მხარს უჭერს დიალოგს, ღიაობასა და ორმხრივობას. მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ წესების მიხედვით ითამაშებთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს. ისინი ჩვენგან ამაზე ნაკლებს არ მოელიან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო