ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის

ევროკომისია ევროკავშირში „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ევროკომისიის თანახმად, „სამხედრო შენგენით“ გათვალისწინებული ზომები ევროკავშირის მასშტაბით სამხედრო მობილურობის სივრცეებს შექმნიან, სადაც სამხედროებს, აღჭურვილობასა და სამხედრო აქტივებს სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
„სამხედრო შენგენის“ მისაღწევად ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ზომები: გააუქმებენ რეგულაციურ ბარიერებს; საგანგებო ჩარჩოს შექმნიან; გაზრდიან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მზაობას; შეაგროვებენ და გაანაწილებენ შესაძლებლობებს (ტრანსპორტისთვისა და ლოგისტიკისთვის); გააძლიერებენ მმართველობასა და კოორდინაციას; გააღრმავებენ ევროკავშირის თანამშრომლობას ნატოსთან და სხვა პარტნიორებთან.
ამას გარდა, ევროკომისიამ ასევე საგზაო რუკა წარადგინა, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს.
აღნიშნული საგზაო რუკა ოთხ პრიორიტეტზე იქნება ფოკუსირებული: თავდაცვით კომპანიებში ინვესტიციების მხარდაჭერაზე; ახალი ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებაზე; თავდაცვით შესაძლებლობებზე წვდომის გაფართოებაზე და ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭირო უნარების განვითარებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა