ევროკომისია და აშშ ბაქოსგან მოითხოვენ, დაიცვას ადამიანის უფლებები

“აზერბაიჯანში ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავებები ევროკავშირსა და აშშ-ში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევად ფასდება”,- ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის მდივნის, პიტერ სტანოს 21 დეკემბრის განცხადებაში.
Abzas Media-ს თანამშრომლების გარდა, აზერბაიჯანში დააკავეს ასევე Kanal-11-ის YouTube პროექტის დირექტორი თეიმურ ქერიმოვი, Kanal-13-ის დირექტორი აზიზ ორუჯევი და ტელეკომპანიის თანამშრომელი რუფატ მურადლი. ასევე, დაკავებული არიან აქტივისტები ილჰამიზ გულიევი და მოჰიადინ ორუჯევი და პარტია სახალხო ფრონტის აქტივისტი ელნურ ჰასანოვი.
მან ბაქოს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის.
მისი თქმით, უკანასკნელი დაკავებები ევროპაში შეშფოთებას იწვევს.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანს გაათავისუფლო ისინი და აღკვეთოს დამოუკიდებელი მედიისთვის დაბრკოლებები.
უკანასკნელ დაკავებებს ეხმაურება აშშ-ს საელჩოც აზერბაიჯანში.
“აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელი დაკავებების გამო და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს”, – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის