ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-იევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე ტარიფები 16 მაისიდან ამოქმედდება, ხოლო ზოგიერთზე 1-ელი დეკემბრიდან.
Reuters-ის ცნობით, სიიდან ამოღებულია „ბურბონი“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკავშირს აშშ-ში იმპორტირებულ ევროპულ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ევროპა „ბურბონზე“ თავდაპირველად გამოცხადებულ 50%-იან ტარიფებს დააწესებდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის წინადადებას კენჭს 9 აპრილს უყრიან.
Ipn.ge
