ევროკომისია ანტიკორუფციული ორგანოების გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებებს მიესალმება

ევროკომისია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების გარშემო არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებებს მიესალმება, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ განაცხადა.
გიიომ მერსიემ განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტშია, რათა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ევროკავშირის შეშფოთების გათვალისწინება მოხდეს.
„ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზომები მიიღო. ამ ქმედებებს მივესალმებით“, – აღნიშნა მერსიემ.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „კანონპროექტის ტექსტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გავლენისგან უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებასა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.
„ტექსტი კარგად დაბალანსებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, რუსეთთან ნებისმიერ კავშირს გამორიცხავს და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კანონპროექტს უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარუდგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია