ევროკომისია ამზადებს გეგმას ბლოკის დასაცავად უცხოეთის ჩარევისგან და დეზინფორმაციისგან

ევროკომისია ემზადება წარსადგენად გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს ბლოკის და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების დაცვას უცხოეთის ჩარევისგან და პოლიტიკური მანიპულაციისგან.
“დემოკრატიის ფარი”, როგორც გეგმას უწოდებენ, არის წინადადებათა კრებული, რომელიც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის წინასწარი ვერსია, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) გაეცნო, ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არის მთავარი პირდაპირი საფრთხე ევროკავშირისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ბლოკში გაწევიანება სურთ.
ევროკომისია გეგმას 12 ნოემბერს წარმოადგენს.
“უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი აგრესიის ომის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ესკალაციას ჰიბრიდულ თავდასხმებისა, ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს გავლენის ომს. გამოყენებული ტაქტიკა ღრმად აღწევს ჩვენი საზოგადოებების ქსოვილში, პოტენციური გრძელვადიანი შედეგებით” – ნათქვამია დოკუმენტის პროექტში და იქვე აღნიშნულია – “შეცდომაში შემყვანი ნარატივების გავრცელებით – რაც ზოგჯერ ისტორიული ფაქტებით მანიპულაციას და მათ გაყალბებას მოიცავს – ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ნდობას დემოკრატიული სისტმების მიმართ”.
30 გვერდისგან შემდგარ დოკუმენტში სხვა სახელმწიფო ნახსენები არ არის, თუმცა ბლოკს მანამდე გამოთქმული აქვს შეშფოთება ჩინეთის მცდელობებზე პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს კონტინენტის მასშტაბით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება